logo_geo
ფრანგმა რესტორატორმა ქალაქის ადმინისტრაციასთან 2 ტონა მიდია დაყარა
- +

8 სექტემბერი. 2020. 19:09

 

საფრანგეთის ქალაქ ლილში რესტორნების „La Chicorée“ და „Aux Moules“ მფლობელმა არნო მენიემ ადგილობრივი პრეფექტურის შენობასთან 2 ტონა მიდია მიიტანა და პირდაპირ ქვაფენილზე დაუყარა. რესტორატორმა ასე გამოხატა პროტესტი ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე - რეგიონში კოვიდ-ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო დახუროს საზკვების ობიექტები.

 

მენიეს განცხადებით, ხელისუფლება გეგმებს ბოლო მომენტამდე მალავდა, ბარებისა და რესტორნების მეპატრონეები კი მხოლოდ 24 საათით ადრე გააფრთხილეს. როგორც რესტორატორმა აღნიშნა, 2 ტონა მიდია გაუყიდავი დარჩა და მაინც მოუწევდა გადაყრა.

 

big_banner
არქივი