logo_geo
იტალიაში ეძებენ სერიულ მკვლელს, რომელიც ციხიდან მესამედ გაიქცა
- +

9 სექტემბერი. 2020. 02:56

 

 

იტალიის პოლიცია ეძებს სერიულ მკვლელს, რომელიც ციხიდან მესამედ გაიქცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Ansa ავრცელებს.

 

60 წლის ჯუზეპე მასტინი, რომელსაც 1989 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, კუნძულ სარდინიაზე, მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდიდა სასჯელს.

 

„მასტინიმ ბოროტად ისარგებლა ციხიდან ერთი დღით გათავისუფლების უფლებით და თავის საკანში არ დაბრუნდა“, - აცხადებენ პოლიციაში.

 

მასტინი სასჯელს 1970-1980-იან წლებში რომში რამდენიმე მკვლელობის, ადამიანთა გატაცებისა და ქურდობისთვის იხდიდა. პირველად ის სიციხდან 1987 წელს გაიქცა და ის პოლიციამ მხოლოდ 2-წლიანი ძებნის შემდეგ იპოვა. ამ დროის განმავლობაში მასტინიმ მაღაზია დააყაჩაღა, ერთი პოლიციელი მოკლა, მეორე დაჭრა და მძევლად ახალგაზრდა ქალი აიყვანა. მეორედ ის ციხიდან 2017 წელს, კვლავ დროებითი გათავისუფლების დროს გაიქცა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი