logo_geo
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 190 ათასს გადააჭარბა
- +

10 სექტემბერი. 2020. 02:06

 

 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 190 ათასს გადააჭარბა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 6 351 623 შემთხვევა გამოვლინდა, 190 478 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 359 111 - გამოჯანმრთელდა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი