ლოს-ანჯელესში სროლის შედეგად შერიფის მოადგილეები დაჭრეს. როგორც ამერიკული მედია იუწყება, მათი ჯამრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ორივე დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც ლოს-ანჯელესის პოლიციაში ამბობენ, შერიფის მოადგილეებს მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ისინი ავტომობილში ისხდნენ.
თავდასხმის მოტივი და ბოროტმოქმედების ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.