logo_geo
ციმბირში არქეოლოგებმა 39 000 წლის მღვიმის დათვის ნარჩენები აღმოაჩინეს
- +

13 სექტემბერი. 2020. 16:43

 

 

ციმბირში არქეოლოგებმა 39 000 წლის წინანდელი 2 იდეალურად შემონახული მღვიმის დათვის - დედისა და ბელის ნარჩენები ყინულის კედელში აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „LadBible“ ავრცელებს.

 

რუსმა მეცნიერებმა აღნიშნულს „მსოფლიო მნიშვნელობის“ აღმოჩენა უწოდეს.

 

აქამდე მღვიმის დათვის არსებობის ერთადერთი დამადასტურებელი საბუთი, აღმოჩენილი ძვლები იყო.

 

ახლად აღმოჩენილი დათვების ნარჩენები იმდენად კარგადაა შემონახული, რომ მათ კვლავ აქვთ ბეწვი.

 

მღვიმის დათვი პრეისტორიული სახეობა, ან ქვესახეობაა, რომელიც ევრაზიის კონტინენტზე 300 000-15 000 წლის წინანდელი პერიოდის შუალედში ცხოვრობდა.

 

იმის გამო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში დათვები ყინულში იყვნენ მოთავსებულები, მათი რბილი ქსოვილები, სახელწოდებით Ursus Spelaeus, გადარჩა.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი