logo_geo
გაუმჯობესებული ეპიდვითარების ფონზე, პაკისტანში უნივერსიტეტები და სკოლები გაიხსნება
- +

15 სექტემბერი. 2020. 13:31

 

გაუმჯობესებული ეპიდვითარების ფონზე, 6-თვიანი პაუზის შემდეგ პაკისტანში უნივერსიტეტები და სკოლები გაიხსნება. „ბიბისი“ წერს, რომ პაკისტანში საშუალო კლასების მოსწავლეები სწავლას 23 სექტემბრიდან დაიწყებენ, ხოლო მეორე ეტაპისთვის, თუ სასწავლო დაწესებულებების გახსნას ვირუსის ახალი შემთხვევების მატება არ მოჰყვა, 30 სექტემბრიდან სწავლა დაწყებით კლასებშიც განახლდება.

 

პაკისტანის მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლებში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება, ასევე აუცილებელი იქნება დაწესებულებების რეგულარული დეზინფექცია და სოციალური დისტანცირების წესების დაცვა.

 

„ბიბისის“ ინფორმაციით, პაკისტანში „კოვიდ-19“-ის გავრცელების ტემპი შენელებულია და ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 500-ზე, ხოლო ლეტალური შემთხვევების მაჩვენებელი 10-ზე დაბალია.

 

წყარო : https://1tv.ge/news/gaumjobesebuli-epidvitarebis-fonze-pakistanshi-universitetebi-da-skolebi-gaikhsneba/

 

 

big_banner
არქივი