logo_geo
გერმანია საბერძნეთის კუნძულებიდან დამატებით 1 500 მიგრანტს მიიღებს
- +

15 სექტემბერი. 2020. 15:38

 

 

გერმანია საბერძნეთის კუნძულებიდან დამატებით 1 500 მიგრანტს მიიღებს.

 

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ ზეეჰოფერმა შეთანხმებას მიაღწიეს.

 

გერმანული მედია წერს, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის გეგმა კანცლერმა მოიწონა.

 

გერმანიის მთავრობის ძალისხმევა ბავშვიანი ოჯახების განთავსებაზე იქნება მიმართული. 400-მდე ოჯახისთვის თავშესაფრის შუამდგომლობა უკვე დაკმაყოფილებულია.

 

გასულ კვირას, საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე, მიგრანტთა ბანაკში ხანძრის შედეგად 12 000-მდე ადამიანი თავშესაფრის გარეშე დარჩა. ერთობლივი ევროპული ინიციატივის ფარგლებში, გერმანია 150-მდე უპატრონო არასრულწლოვანს მიიღებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი