logo_geo
უცხოელები, რომელთა ახლო ნათესავები რუსეთის მოქალაქეები არიან, რუსეთის ვიზებს გამარტივებული წესით მიიღებენ
- +

16 სექტემბერი. 2020. 16:37

 

 

 

უცხოელები, რომელთა ახლო ნათესავები რუსეთის მოქალაქეები არიან, რუსეთის ვიზებს გამარტივებული წესით მიიღებენ. როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„დღეს გავამარტივებთ ჩვეულებრივი ვიზების გაფორმებისა და რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის წესებს ჩვენი მოქალაქეების ნათესავებისთვის – მეუღლეებისთვის, მშობლებისთვის, შვილებისთვის, ძმებისთვის, დებისთვის, ბებიებისთვის, ბაბუებისთვის, შვილიშვილებისთვის – რომლებსაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ“, – განაცხადა მიშუსტინმა.

 

რუსეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, საუბარია შესაბამის კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე.

 

როგორც მიშუსტინმა აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეების ნათესავები ვიზის მიღებას ერთ წლამდე ვადით შეძლებენ, რუსეთის მოქალაქის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი