logo_geo
კოლუმბიაში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ესპანელი კონკისკადორის, სებასტიან დე ბელალკასარის ძეგლი დააზიანა
- +

17 სექტემბერი. 2020. 15:47

 

 

კოლუმბიაში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა ესპანელი კონკისტადორის, სებასტიან დე ბელალკასარის ძეგლი დააზიანა.

 

„ბიბისის“ ინფორმაციით, ინციდენტი ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ პოპაიანში მოხდა. აღნიშნული ქალაქი 1 537 წელს, სწორედ სებასტიან დე ბელალკასარმა დააარსა.

 

მისაკის თემის ლიდერები აცხადებენ, რომ ბელალკასარი გენოციდის და მონობის სახეა. პოპაიანის მერმა განაცხადა, რომ ეს იყო ძალადობრივი ქმედება მულტიკულტურული ქალაქის სიმბოლოს წინააღმდეგ. სებასტიან დე ბელალკასარი სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილებში უამრავ ექსპედიციას ხელმძღვანელობდა. მისაკის საზოგადოება კონკისტადორს წინაპრების მკვლელობებსა და მიწის მიტაცებაში ადანაშაულებს.

 

სებასტიან დე ბელალკასარის სახელი ეკვადორის, ნიკარაგუის და კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილების დაპყრობას უკავშირდება. მონობასთან და კოლონიალიზმთან დაკავშირებული ქანდაკებების დაზიანება აშშ-სა და ევროპაში საპროტესტო აქციებისთვის – „შავების ცხოვრება მნიშვნელოვანია“ არის დამახასიათებელი.

 

აქციები მაისში, პოლიციის ოპერაციის დროს აფროამერიკელი, ჯორჯ ფლოიდის დაღუპვამ გამოიწვია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი