logo_geo
მეთ ჰენკოკი: ბრიტანეთის საავადმყოფოებში კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების რიცხვი ყოველ მერვე დღეს ორმაგდება
- +

18 სექტემბერი. 2020. 12:24

 

 

დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა ყოველ მერვე დღეს ორმაგდება. ამის შესახებ ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა.

 

ჰენკოკის თქმით, ბრიტანეთის მთავრობას მკაცრი კარანტინის გამოცხადება არ სურს, თუმცა, არსებული ეპიდივითარებიდან გამომდინარე, ამ შესაძლებლობას ვერ გამორიცხავს.

 

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ხალხი წესებს დაემორჩილოს, თუ ეს ასე იქნება, შეგვეძლება, თავიდან ავიცილოთ დამატებითი, მკაცრი ზომების მიღებაც“, – განაცხადა ჰენკოკმა.

 

დიდი ბრიტანეთი „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 384 087 შემთხვევა, მათ შორის 41 794 ლეტალური აღმოჩნდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი