logo_geo
მედიის ინფორმაციით, გაერო-ში ბელარუსის წარმომადგენელმა ადამიანთა უფლებების საბჭოს საგანგებო დებატებზე სვეტლანა ტიხანოვკასიას ვიდეოჩართვის ჩაშლა სცადა
- +

18 სექტემბერი. 2020. 16:20

 

 

გაერო-ში ბელარუსის წარმომადგენელმა ადამიანთა უფლებების საბჭოს საგანგებო დებატებზე ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას ვიდეოჩართვის ჩაშლა სცადა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

 

დებატებზე ბელარუსის, ვენესუელას, რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლებმა ბელარუსის მთავარი ოპოზიციური კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას, ასევე ბელარუსში ადამიანთა უფლებებზე სპეციალური მომხსენებლის ჩართვები გააპროტესტეს.

 

ოთხი ქვეყნის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დებატებში იმ პირების მონაწილეობას, რომლებიც სახელმწიფოებს არ წარმოადგენენ, პროცედურის წესებს ეწინააღმდეგება. დებატებისას ევროპულმა სახელწმიფოებმა ბელარუსში ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტები დაგმეს. ანაის მარენმა, რომელიც ბელარუსში ადამიანთა უფლებებზე სპეციალური მომხსენებელია, განაცხადა, რომ ქვეყანაში მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ძალადობრივი მეთოდებით 10 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მან მთავრობას ძალადობის ესკალაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

 

თავის მხრივ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ საერთაშორისო საზოგადოებას ერთობლივი ქმედებებისკენ უბიძგა და განაცხადა, რომ ეს ადამიანთა ღირსების უნივერსალური საკითხია.

 

გაერო-ში ბელარუსის წარმომადგენელი, იური ამბრაზევიჩი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მასმედია და სოციალურ ქსელები ქვეყანაში არსებულ რეალობას ამახინჯებენ. აბრაზევიჩმა გაერო-ში გამართულ დებატებს ქვეყნის საკითხებში გარე ჩარევა უწოდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი