საფრანგეთის ფინანსთა მინისტრს, ბრუნო ლე მერს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბრუნო ლე მერს ამ ეტაპზე ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვს. ამის გამო, ის მუშაობას თვითიზოლაციაში განაგრძობს.
„მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში ვიქნები“, – წერს მინისტრი „ტვიტერში“.