logo_geo
ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა
- +

19 სექტემბერი. 2020. 14:31

 

 

ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კორონავირუსის“ 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა შემოტანილი შემთხვევაა. ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ქვეყანაში ასევე  ბოლო 24 საათში  24 ასიმპტომური შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთში ასიმპტომურ შემთხვევებს „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა ოფიციალურ მონაცემებს არ ამატებენ.

 

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 85 269 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 4 634 პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი