logo_geo
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 31 მილიონს გადააჭარბა
- +

20 სექტემბერი. 2020. 19:32

 

 

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 31 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისი ინფორმაცია ვებ-გვერდ worldometers-ზეა განთავსებული.

 

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსს 961 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა კი 22.6 მილიონს შეადგენს.

 

ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 7.4 მილიონს აღემატება. კორონავირუსის ყველაზე მეტი - 6.9 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მე-2 ადგილს ინდოეთი 5.4 მილიონი შემთხვევით იკავებს. აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ, კოვიდ -19-ის ყველაზე მეტი - 4.5 მილიონი შემთხვევა ბრაზილიაში ფიქსირდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი