logo_geo
გაყიდიან თუ დაწვავენ – რა ბედი ელის ლენინის ნეშტს
- +

20 სექტემბერი. 2020. 21:02

 

გაყიდიან ან კრემატორიუმში დაწვავენ ვლადიმერ ლენინის ცხედარს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მხატვარმა დევიდ დატუნამ ლენინის ცხედრის შესყიდვისა და აშშ-ში გადატანის სურვილი გამოთქვა.

 

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერი ჟირინოვსკიმ კი ხელისუფლებას ვლადიმერ ლენინის ცხედრის კრემაცია შესთავაზა.

 

„ჩვენ ეს გვამი არ გვჭირდება. გთხოვთ, ნუ გავყიდით, მოდით კრემატორიუმში დავწვათ ცხედარი და სიმბირსკში მისი მამის საფლავთან ან პეტერბურგში, დედის საფლავის გვერდით დავკრძალოთ.“- განაცხადა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ.

 

წტარო: https://ptn.ge/gaqhidian-thu-krematoriumshi-datsvaven-ra-bedi-elis-leninis-neshts/

 

big_banner
არქივი