logo_geo
რუსეთიდან იმპორტირებულ ზღვის პროდუქტებში კორონავირუსი აღმოაჩინეს
- +

20 სექტემბერი. 2020. 23:34

 

 

ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, გირინის პროვინციაში იმპორტირებული კალმარის შეფუთვაში ახალი ტიპის კორონავირუსი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters აქვეყნებს.

 

პროდუქტი, რომელშიც KOVID 19 აღმოაჩინეს რუსეთიდან იყო იმპორტირებული.

 

ჩინეთის საბაჟომ განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის თანახმად ისინი იმპორტს ერთი კვირით შეაჩერებენ, ხოლო, თუ გაყინული ზღვის პროდუქტების ერთ მესამედში კორონავირუსი არსებობა დადასტურდება, იმპორტი ერთი თვის განმავლობაში შეჩერდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი