logo_geo
ბელარუსი ფეხბურთელები ლუკაშენკოს უპირისპირდებიან - პროტესტი ნაკრების ყოფილმა მეკარემ წამოიწყო
- +

22 სექტემბერი. 2020. 10:34

 

 

 

ბელარუსი ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა ერთი თვის განმავლობაში დუმდა საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო შექმნილ ვითარებაზე, მაგრამ ახლა კოლექტიური განცხადება გაავრცელეს, რომელსაც ხელს 98 მოთამაშე აწერს – ისინი ძალადობის გმობენ და ძალოვანებს მოუწოდებენ, რომ ოპოზიციის დევნა შეწყვიტონ.

 

განცხადების ერთ-ერთი ინიციატორი იყო ბელარუსის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე გენადი ტუმილოვიჩი, რომელიც ოჯახთან ერთად კარიერის დასრულების შემდეგ პეტერბურგში დასახლდა, მაგრამ ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე მძაფრი რეაქცია ჰქონდა.

 

„დროა, ლუკაშენკოს მმართველობა დასრულდეს. მან ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნისგან გონიერება დაკარგა“, – განაცხადა ტუმილოვიჩმა, რომელიც პირველი ფეხბურთელია, რომელიც ლუკაშენკოს წინააღმდეგ ღიად გაილაშქრა.

 

არჩევნების შემდეგ ტუმილოვიჩმა ბელარუსული სპორტის ხუთასზე მეტ წარმომადგენელთან ერთად ხელი მოაწერა წერილს ახალი სამართლიანი არჩევნების გამართვის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ძალოვანების დანაშაულების გასამართლების მოთხოვნით.

 

 

 

ავტორი - მერაბ მამულაშვილი

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი