logo_geo
რუსეთში კორონავირუსის 6 215 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

22 სექტემბერი. 2020. 12:28

 

 

რუსეთში უკვე 4 დღეა კოვიდ-ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 6 ათასს აჭარბებს. ბოლო 24 საათში კორონავირუსის კიდევ 6 215 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 115 810 შეადგინა.

 

ბოლო დღე-ღამეში, COVID-19-ს 160 პაციენტი ემსხვერპლა. 31 ივლისის შემდეგ, ეს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

სულ რუსეთში კორონავიურსის შედეგად 19 649 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი