რუსეთში უკვე 4 დღეა კოვიდ-ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 6 ათასს აჭარბებს. ბოლო 24 საათში კორონავირუსის კიდევ 6 215 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 115 810 შეადგინა.
ბოლო დღე-ღამეში, COVID-19-ს 160 პაციენტი ემსხვერპლა. 31 ივლისის შემდეგ, ეს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სულ რუსეთში კორონავიურსის შედეგად 19 649 ადამიანი გარდაიცვალა.