logo_geo
ბილ გეიტსი ეპიდემიის დასრულების თარიღს ასახელებს
- +

22 სექტემბერი. 2020. 19:55

 

 

Microsoft-ის დამაარსებლის, მილიარდერი ბილ გეიტსის პროგნოზით, აშშ ცხოვრების ნორმალურ რიტმს 2021 წლის ზაფხულზე დაუბრუნდება.  ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

 

მისი თქმით, ის პოზიტიურად არის განწყობლი, რადგან ვაქცინის შემუშავების პროცესი პროგრესს განიცდის.

 

„საუკეთესო შემთხვევაში, ეპიდემია, სავარაუდოდ, 2022 წელს დასრულდება. თუმცა, ვაქცინის შექმნის ტექნოლოგია არსებობდა, დაფინანსება გაჩნდა, კომპანიებმა თავიანთი საუკეთესო ხალხი ჩართეს ამ პროცესში. ამიტომ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. პანდემია უსასრულოდ არ გაგრძელდება“, – განაცხადა გეიტსმა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი