logo_geo
თაჯ მაჰალი ტურისტებისთვის გაიხსნა!
- +

22 სექტემბერი. 2020. 22:16

 

 

6-თვიანი პაუზის შემდეგ, თაჯ მაჰალი ტურისტებისთვის გაიხსნა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

 

ინდოეთში კორონავირუსის მზარდი მაჩვენებლის გამო, დღის განმავლობაში ტაძარში მხოლოდ 5 000 ვიზიტორს შეეძლება შესვლა.

 

კორონავირუსის პანდემიამდე თაჯ მაჰალს დღეში 70 000 ადამიანი სტუმრობდა.

 

ვირუსის გამო ტაძრის ტერიტორიაზე სპეციალური ჯანდაცვითი რეგულაციები იმოქმედებს – სავალდებულოა თერმოსკრინინგი, ხოლო ბილეთების შეძენა ელექტრონული ანგარიშსწორების მეთოდით მოხდება. ასევე, აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვაც.

 

ტაძრის ტერიტორიაზე დაშვებულია სელფების გადაღება, თუმცა ჯგუფური ფოტოები არ დაიშვება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი