logo_geo
ნიდერლანდებში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 2 357 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
- +

23 სექტემბერი. 2020. 16:17

 

 

 

ნიდერლანდებში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის  რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, 2 357 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ნიდერლანდების ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ნიდერლანდებში კორონავირუსის 102 844 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 6 338 პაციენტი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი