logo_geo
მსოფლიოს ბანანის დეფიციტი ემუქრება
- +

24 სექტემბერი. 2020. 14:06

 

 

ეკვადორში ვულკანის ამოფრქვევის გამო ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ბანანის დეფიციტს უწინასწარმეტყველებენ.

 

ეკვადორში ვულკან სანგაიდან ამოფრქვეულმა ფერფლმა 55 ათასი ჰექტარი ბანანის პლანტაციები დააზიანა, მოსავლის 30% უვარგისი იქნება. ინფორმაციას გამოცემა „El Comercio“ ავრცელებს.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ფერფლისგან დაზიანდა ნახევარ მილიონზე მეტი ყუთი ბანანით, რაც საექსპორტო პროდუქციის 25-30%-ს შეადგენს. მართალია, მუშები ცდილობენ პროდუქციის გადარჩენას, მაგრამ ექსპერტთა აზრით, მოსავლის 305 აუცილებლად დაიკარგება. ამის გამო კი ძირითადად,  ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები დაზარალდებიან, სადაც ეკვადორი ბანანის ექსპორტს ახდენს.

 

ვულკან სანგაის ამოფრქვევა 20 სექტემბერს დაიწყო. კვამლის სვეტის სიმაღლე თითქმის 10 კილომეტრს აღწევდა. ფერფლმა სახლები და ნათესები 83 ათას ჰექტარზე დაფარა. ვულკანის ამოფრქვევის გამო დაიხურა გუაიაკილის საერთაშორისო აეროპორტიც.

 

 

big_banner
არქივი