logo_geo
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 721 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

24 სექტემბერი. 2020. 22:01

 

 

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 721 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ბოლო მონაცემებს ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 74 პაციენტი გარდაიცვალა, 1 241 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელებიდან დღემდე თურქეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 309 790 შემთხვევა. გარდაიცვალა 7 786 ინფიცირებული. გამოჯანმრთელდა 271 964 პაციენტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი