logo_geo
დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 6 634 შემთხვევა დადასტურდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია
- +

25 სექტემბერი. 2020. 01:02

 

 

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 6 634 შემთხვევა. შესაბამის მონაცემებს ბრიტანული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გაერთიანებულ სამეფოში დაავადების გავრცელებიდან დღემდე სულ გამოვლენილია კორონავირუსის 416 363 შემთხვევა.

 

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობა 40-ით გაიზარდა და ჯამში 41 902 შეადგინა.

 

ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, გასულ კვირას ინგლისში შეზღუდვები გამკაცრდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი