logo_geo
ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, მოსკოვის მერმა მოსახლეობას დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდა
- +

25 სექტემბერი. 2020. 13:25

 

 

„კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, მოსკოვის მერმა მოსახლეობას სახლებიდან მუშაობისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

 

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში შვიდი ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ივნისის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ახალი შემთხვევებიდან 1560 დედაქალაქ მოსკოვშია დაფიქსირებული.

 

რუსეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მიზნით დაწესებული შეზღუდვები ივნისში მოიხსნა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი