logo_geo
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სამხრეთკორეელი ოფიციალური პირის მკვლელობის გამო ბოდიშს იხდის
- +

25 სექტემბერი. 2020. 18:34

 

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სამხრეთკორეელი ოფიციალური პირის მკვლელობის გამო ბოდიშს იხდის. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

„ბიბისის“ ცნობით, კიმ ჩენ ინმა სამხრეთკორეელ კოლეგას, მუნ ჯე ინს წერილი გაუგზავნა, სადაც წერს, რომ ასეთი სამარცხვინო ფაქტი არ უნდა მომხდარიყო და მას ბოდიშს უხდის.

 

სამხრეთ კორეის მთავრობის ინფორმაციით, თევზჭერის სამინისტროს 47 წლის თანამშრომელი ჩრდილოეთ კორეის წყლებთან 21 სექტემბერს დაიკარგა. დაზვერვის ინფორმაციით, ის ჩრდილოკორეელმა კოლეგებმა დააკავეს, ცეცხლი გაუხსნეს, მოგვიანებით კი მისი ცხედარი დაწვეს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი