logo_geo
დღე-ღამეში მსოფლიოში 5 800-მდე კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
- +

27 სექტემბერი. 2020. 02:53

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 985 ათასს გადააჭარბა.

 

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 985 823 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 32 429 965 ადამიანი დაინფიცირდა.

 

მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 316 884 შემთხვევა გამოვლინდა, 5 786 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი