logo_geo
სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა
- +

27 სექტემბერი. 2020. 13:53

 

 

 

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია ცხადდება. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა Twitter-ზე დაწერა.

 

 

„მოვუწოდებ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატებში. ჩვენი სამშობლოს, ჩვენი გამარჯვებისთვის“, - წერს ფაშინიანი.

 

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. სომხეთის მთავრობა საომარი მდგომარეობის შემოღებაზე იმსჯელებს. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

 

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი