logo_geo
რომის პაპი ფრანცისკე აზერბაიჯანსა და სომხეთს არსებული უთანხმოების მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს
- +

27 სექტემბერი. 2020. 16:38

 

 

 

რომის პაპი ფრანცისკე აზერბაიჯანსა და სომხეთს არსებული უთანხმოების მშვიდობიანი გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს.

 

„ვლოცულობ კავკასიის რეგიონში მშვიდობისთვის და ვთხოვ კონფლიქტში მონაწილე მხარეებს პრობლების მოგვარებისთვის გამოიჩინონ კეთილი ნება და ძმური ჟესტი არა ძალისა და ტყვიების გამოყენებით, არამედ დიალოგითა და მოლაპარაკებებით“, – განაცხადა რომის პაპმა წმიდა პეტრეს მოედანზე ქადაგებისას.

 

პაპმა წმიდა პეტრეს მოედანზე შეკრებილებს სთხოვა რეგიონში მშვიდობისთვის ერთად ელოცათ.

 

რომის პაპი აზერბაიჯანსა და სომხეთში 2016 წელს იმყოფებოდა.

 

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო. სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც. ამასთან, სომხეთის მთავრობამ ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი