logo_geo
ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი დროებით შეზღუდულ რეჟიმში იმუშავებს
- +

28 სექტემბერი. 2020. 12:54

 

 

აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო, ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი დროებით შეზღუდულ რეჟიმში იმუშავებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

აეროპორტის პრესსამსახურის განცხადებით, 30 სექტემბრისთვის ჩანიშნული ფრენები გადადებულია.

 

შეჩერებულია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ბაქო-ნახიჭევანი-ბაქოს რეისები, ასევე გაუქმდა ბაქო-ლონდონი-ბაქო და ბაქო-ბერლინი-ბაქო რეისები, რომლებიც პირველი და 2 ოქტომბრისთვის იყო ჩანიშნული.

 

ამასთანავე, „ფლაიდუბაიმ“ გააუქმა დუბაი-ბაქო-დუბაი რეისი, რომელიც 29 სექტემბერს უნდა განხორციელებულიყო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი