logo_geo
ყარაბაღში დაჭრილ ორსულს შვილი ეყოლა
- +

29 სექტემბერი. 2020. 00:18

 

 

ორსულ ქალს, ანა გალუსტიანს, რომელიც სამხედრო მოქმედებების შედეგად აზერბაიჯანისა და სომხეთის ფრონტის ხაზზე დაიჭრა, შვილი შეეძინა. ამის შესახებ „არმენპრესი“ იტყობინება.

 

გამოცემის თანახმად, ახალშობილ ბიჭს დედამ მონტე დაარქვა.

 

„თქვენი ბავშვი კარგად არის. თუ გინდათ, სურათს გადავუღებთ და გამოგიგზავნით”, – უთხრა ექიმმა ბებიასა და მონტეს ძმებს და ოჯახის ახალი წევრის დაბადება მიულოცა.

 

ანა გალუსტიანი ამბობს, რომ გზაში, მანქანაში დაშავდა. აღნიშნავს, რომ ბედნიერია, რადგან ის დაიჭრა, მისი შვილები კი უვნებელი დარჩნენ.

 

„მანქანაში ბავშვები იყვნენ, მოულოდნელად რაღაც აფეთქდა, მანქანა გზიდან გადავიდა. მადლობა ღმერთს, მხოლოდ მე დავშავდი, ბავშვებს არაფერი მოუვიდათ, მე მათ წინ ვიჯექი. მანქანის წაქცევის შემდეგ ხელი მაყვლის ბუჩქებსა და მანქანას შორის მომყვა. მეტი არაფერი მახსოვს“, – ამბობს ანა.

 

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მხარეებს შორის სამხედრო დაპირისპირება 2 დღეა გრძელდება.

 

დაღუპულთა შორის სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, მშვიდობიანი მოქალაქეებისც არიან.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი