logo_geo
უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ოთხი ათასს გადააჭარბა
- +

29 სექტემბერი. 2020. 11:02

 

 

უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ოთხი ათასს გადააჭარბა.

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 69 ინფიცირებული გარდაიცვალა და მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 4 065 შეადგინა.

 

შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

ბოლო 24 საათში უკრაინაში გამოვლენილია კორონავირუსის 3 627 შემთხვევა. სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 204 932 შემთხვევა.

 

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 797-ით გაიზარდა და ჯამში 90 250 შეადგინა.               

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი