უკრაინაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ოთხი ათასს გადააჭარბა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 69 ინფიცირებული გარდაიცვალა და მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 4 065 შეადგინა.
შესაბამის მონაცემებს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო 24 საათში უკრაინაში გამოვლენილია კორონავირუსის 3 627 შემთხვევა. სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 204 932 შემთხვევა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1 797-ით გაიზარდა და ჯამში 90 250 შეადგინა.