logo_geo
მეხიკოში აბორტების ლეგალიზაციის მოთხოვნით აქციაზე გასულ ქალებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
- +

29 სექტემბერი. 2020. 11:10

 

 

მექსიკის დედაქალაქში აბორტების ლეგალიზაციის მოთხოვნით დემონსტრაციაზე გასულ ქალებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

საპროტესტო აქცია მეხიკოს ცენტრში უსაფრთხო აბორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. მომიტინგეებმა სამართალდამცველებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ბოთლები ესროლეს. პოლიციამ კი, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

 

მექსიკაში აბორტები აკრძალულია, დედაქალაქისა და სამხრეთით მდებარე ოახაკას შტატის გარდა, სადაც აღნიშნული სამედიცინო პროცედურა გასულ წელს გახდა კანონიერი. მექსიკის დანარჩენ ნაწილში აბორტის გაკეთება აკრძალულია, გამონაკლისს წარმოადგენს განსაკუთრებული გარემოებები, მათ შორის გაუპატიურების შედეგად ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა.       

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი