logo_geo
რუსეთის დუმის 18 დეპუტატი კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს
- +

29 სექტემბერი. 2020. 14:37

 

რუსეთის დუმის 18 დეპუტატი კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, 60 დეპუტატი ვირუსისგან უკვე გამოჯანმრთელდა.

 

ვოლოდინის ინფორმაციით, დუმის 18-ვე წევრი საავადმყოფოში დღეს გადაიყვანეს. გასულ კვირას კი 10-ის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.

 

მან დეპუტატებს კიდევ ერთხელ სთხოვა, დაიცვან უსაფრთხოების ზომები და შეასრულონ ყველა რეკომენდაცია.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი