ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 481 შემთხვევა გამოვლინდა, 177 პაციენტი კი გარდაიცვალა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 1 176 286 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 958 257 გამოჯანმრთელდა, 20 722 პაციენტი კი, გარდაიცვალა.