logo_geo
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 945 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

1 ოქტომბერი. 2020. 13:13

 

უკვე მეოთხე დღეა, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 8 ათასზე მეტია.

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების 8 945 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ კი 1 185 231-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

 

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა კვლავ დედაქალაქ მოსკოვში დაფიქსირდა - 2424 (სულ 295 025).

 

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 169 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 20 891-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 964 242 ადამიანი.

 

 

big_banner
არქივი