logo_geo
ტრამპი, მაკრონი და პუტინი სომხეთსა და აზერბაიჯანს ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ
- +

1 ოქტომბერი. 2020. 17:28

 

 

აშშ, საფრანგეთი და რუსეთი დაპირისპირებულ მხარეებს მთიან ყარაბაღში ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

„დაპირისპირებულ მხარეებს მოვუწოდებთ საომარი მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტისკენ. ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს მოვუწოდებთ, დაუყონებლივ განაახლონ არსებითი მოლაპარაკებები, კეთილსინდისიერად და წინაპირობის გარეშე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ეგიდით“, – ნათქვამია სამი ლიდერის, ტრამპის, მაკრონისა და პუტინის ერთობლივ განცხადებაში.

 

ასევე, რუსეთი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს დიალოგისთვის რუსეთში შეხვედრას სთავაზობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი