logo_geo
ცნობილ ქირურგს შინ ადამიანის ძვლების კოლექცია უპოვეს: მიმდინარეობს გამოძიება
- +

1 ოქტომბერი. 2020. 22:28

 

 

საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ შარშან შეიტყო ქირურგის გატაცების შესახებ, მაგრამ ისტორია არ გაახმაურა, ვინაიდან ეს ექიმი „ოქროს კვერცხის მდებელი ქათამი იყო, რომელსაც კლინიკისთვის უზარმაზარი შემოსავალი მოჰქონდა“.

 

გავრცელებული ცნობით, ექიმმა კოლექციის შეგროვება 25 წლის წინ დაიწყო ისე, რომ პაციენტებისგან, რომლებსაც მენჯ–ბარძაყის სახსრების პროტეზირებას უკეთებდა, ამის ნებართვას არ იღებდა.

 

ირკვევა ისიც, რომ ბირმინგემის საავადმყოფოს თანამშრომლებმა, სადაც მუშაობდა მაკმინი, იცოდნენ ექიმის უჩვეულო ჰობის შესახებ და ყველანაირად უწყობდნენ ხელს კოლექციის შევსებაში. ისინი ქირურგს ძვლების სპეციალურ ჭურჭელში შენახვაში ეხმარებოდნენ, რომელიც მერე საავადმყოფოდან დერეკის თანაშემწეებს გაჰქონდათ.

 

საოპერაციო ხელსაწყოები

 

ფულით გამოისყიდეს: ექიმებმა პაციენტს შეცდომით გაუკეთეს წინადაცვეთა

გამოცემის ცნობით, 2019 წელს მაკმინი საავადმყოფოს ხელმძღვანელობას ძვლების კოლექციის არსებობაში გამოუტყდა, მაგრამ მაშინ ისტორია არ გახმაურებულა, ვინაიდან მაკმინი

 

„ოქროს კვერცხის მდებელი ქათამი იყო, რომელსაც კლინიკისთვის უზარმაზარი შემოსავალი მოჰქონდა“.

 

დერეკ მაკმინი უჩვეულო გატაცებას იმით ხსნის, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ ძვლების შესწავლას აპირებდა, რათა გონების სისხარტე შეენარჩუნებინა.

 

პოლიციამ ცნობილი ექიმის მიმართ გამოძიება უკვე დაიწყო. გამომდინარე იქიდან, რომ მაკმინს სხეულის ორგანოების შენახვაზე ლიცენზია არ ჰქონდა, ქირურგი ადამიანის ქსოვილების შესახებ ბრიტანული კანონის დარღვევაშია ეჭვმიტანილი.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი