logo_geo
თურქეთის თავდაცვის მინისტრი: ოდესმე სომხეთი საერთაშორისო სამართლისა და ისტორიის წინაშე პასუხს აგებს
- +

12 ოქტომბერი. 2020. 23:07

 

 

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ სომხეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა სიახლე არ არის.

 

 

სომხეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა სიახლე არ არის. სომხეთი სამხედრო დანაშაულს ყოველთვის სჩადის“, - განაცხადა ჰულუსი აქარმა.

 

 

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთის მხრიდან აგრესიის გამოვლინება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა.

 

 

სომხეთის ხელმძღვანელობა პატივს არ სცემს საერთაშორისო სამართალსა და ადამიანურ ღირებულებებს. სამწუხაროდ, ისინი განჯას ულმობლად დაესხნენ თავს. ეს კი ზავის დარღვევას ნიშნავს. ოდესმე სომხეთი საერთაშორისო სამართლისა და ისტორიის წინაშე პასუხს აგებს“, - დასძინა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა.

 

 

შეგახსენებთ, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან, მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

 

 

9 ოქტომბერს აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ. რამდენიმე საათში მხარეებმა ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი