logo_geo
აშშ-ში 11 წლის ბიჭმა სკოლის ავტობუსი გაიტაცა
- +

13 ოქტომბერი. 2020. 02:50

 

 

აშშ-ში, ლუიზიანას შტატის ქალაქ ბატონ-რუჟში 11 წლის ბიჭმა სკოლის ავტობუსი გაიტაცა, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი WBRZ სამართალდამცველებზე დაყრდნობით იუწყება.

 

 

ინციდენტი 11 ოქტომბრის დილას მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი ავტობუსში შეიპარა და მისი დაქოქვა მოახერხა. პოლიცია ავტობუსს 30 წუთის განმავლობაში მისდევდა, რის შემდეგაც ის გაზის მილს და ხეს შეეჯახა. პოლიციამ ავტობუსი ალყაში მოაქცია და გამტაცებელს ხელბორკილი დაადო.

 

 

ახლა 11 წლის ბიჭი არასრულწლოვანთა დაწესებულებაში იმყოფება. მას რამდენიმე ბრალდება წაუყენეს, მათ შორის ავტომობილის მოპარვა. პოლიციის განცხადებით, ბიჭი ავტობუსით გამიზნულად შეეჯახა გაზის მილს და ხეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი