logo_geo
გერმანიაში კორონავირუსის 4 122 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

13 ოქტომბერი. 2020. 10:34

 

 

გასული დღე-ღამის განმავლობაში, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 4 122 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 329 453 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 9 634 ადამიანი.

 

 

big_banner
არქივი