logo_geo
საფრანგეთის მთავრობა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზში, კომენდანტის საათის დაწესებას არ გამორიცხავს
- +

13 ოქტომბერი. 2020. 13:45

 

 

საფრანგეთის მთავრობა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზში, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად კომენდანტის საათის დაწესებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას  „როიტერი“ ავრცელებს.

 

როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა უმცროსმა მინისტრმა, მარლენ შიაპამ კომენდანტის საათის შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით განაცხადა, „ყველა ზომა განიხილება, გამორიცხული არაფერია“.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საფრანგეთში კორონავირუსის 8 505 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც გასულ დღეებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებული მაჩვენებელია.

 

ბოლო დღე-ღამეში საფრანგეთში 95 კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 32 825-ს შეადგენს. პანდემიის დასაწყისიდან დღემდე,  საფრანგეთში სულ კორონავირუსის 743 479 შემთხვევაა გამოვლენილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი