logo_geo
ტრამპი სომალიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანას აპირებს
- +

14 ოქტომბერი. 2020. 14:54

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სომალიდან ამერიკული ჯარის გაყვანას აპირებს, რაც მას საშუალებას მისცემს, შეასრულოს დანაპირები ამერიკელი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნების შესახებ. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტრამპის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, სომალიდან ჯარის გაყვანის შესახებ, ნეგატიური რეაქცია გამოიწვია აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან, ვინაიდან სომალის მთავრობას არ აქვს საკმარისი კონტროლი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

 

„თუ შეერთებული შტატები მნიშვნელოვნად შეამცირებს სამხედროების ყოფნას სომალში, მაშინ სომალის მთავრობის ისედაც სუსტი კონტროლი ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდება”, – განუცხადა სააგენტოს გაერო-ში აშშ-ს ყოფილი ელჩის მრჩეველმა კოლინ ტომას იენსენმა. მისი აზრით, ისლამისტურ ტერორისტულ ჯგუფს „ალ-შაბაბს“ შეუძლია,  ისარგებლოს არსებული ვითარებით.

 

„ბლუმბერგის“ ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, თავდაცვის დეპარტამენტისა და აფრიკის სარდლობის წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი