ნიდერლანდების მთავრობა განუკურნებელი სენით დაავადებული 12 წლამდე ბავშვებისთვის ევთანაზიის ლეგალიზაცია იგეგმება. ამის შესახებ „Deutsche Welle“ წერს.
ჯანდაცვის მინისტრის, გუგო დე იონგის განცხადებით, შესაბამისი ცვლილებები კანონში უახლოეს თვეებში შევა.
ამჟამად ნიდერლანდებში ევთანაზია ნებადართულია მხოლოდ ჩვილთა და 12 წელს გადაცილებულ არასრულწლოვანთა შემთხვევაში, მათი მშობლების თანხმობით. 16 წელს გადაცილებულ პაციენტს ოჯახის რომელიმე წევრის ნებართვა აღარ სჭირდება, ხოლო 1-დან 12 წლამდე ბავშვების შემთხვევაში არანაირი განსაკუთრებული იურიდიული შეზღუდვა დაწესებული არაა.
შესაბამისმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალი წესები წელიწადში 5-10 ბავშვს შეეხება, რომელთა მდგომარეობის შესამსუბუქებლადაც პალიატიური მზრუნველობა საკმარისი აღარაა.