logo_geo
8 ქვეყანამ აშშ-ის თაოსნობით მთვარეზე რესურსების მოპოვების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი
- +

14 ოქტომბერი. 2020. 17:54

 

 

8 სახელმწიფომ მთვარის ათვისების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რომელიც დედამიწის თანამგზავრზე წიაღისეულების მოპოვებას არეგულირებს. ამის შესახებ NASA იტყობინება.

 

 

დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია ასტრონავტთა საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში, ონლაინ-ფორმატში გაიმართა. დოკუმენტს „არტემიდას შეთანხმება“ ჰქვია, ამერიკული მთვარის პროგრამა Artemis-ის პატივსაცემად. პროექტის ინიციატორი აშშ იყო. მას მხარი დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, კანადამ, ავსტრალიამ, იაპონიამ, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ლუქსემბურგმა დაუჭირეს მხარი.

 

აშშ-ში აცხადებენ, რომ დოკუმენტი „კოსმოსის შესახებ შეთანხმების“ საფუძველზეა შედგენილი, რომელიც 1967 წელს აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სსრკ-მ გააფორმეს. ის საბუთი ციური სხეულზე ან მის ნაწილზე სუვერენიტეტის დამყარებას კრძალავს. NASA-ში აღნიშნავენ, რომ ფორმულირება იმდენად ბუნდოვანი იყო, რომ შეთანხმების რეალურ გამოყენებას ზღუდავდა.

 

ახალი საბუთის მიხედვით, ქვეყნებს მთვარესა და მის ნებისმიერ ნაწილზე სუვერენიტეტის გამოცხადება კვლავ აკრძალული ექნებათ, მაგრამ ისინი გარკვეულ ლოკაციებზე რესურსების მოპოვებას შეძლებენ. ამისთვის მათ სპეციალური ბაზების და მათ ირგვლივ „უსაფრთხოების ზონების“ შექმნის უფლებაც ექნებათ, რამაც სხვა ქვეყნებთან კონფლიქტები უნდა გამორიცხოს.

 

NASA-ში იმედი გამოთქვეს, რომ მალე შეთანხმებას რუსეთიც შეუერთდება. ინფორმაცია დოკუმენტის მზადების შესახებ ჯერ კიდევ მაისში გავრცელდა.

 

„არტემიდას შეთანხმება“ აშშ-ის მთვარის პროგრამა Artemis-ის მზადების ფონზე გაფორმდა, რომლის სტარტიც 2021 წლის ბოლოს იგეგმება. ამ პროგრამის ფარგლებში NASA 2024 წელს დედამიწის თანამგზავრზე ადამიანების გაგზავნას გეგმავს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი