logo_geo
საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზსა და კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა
- +

15 ოქტომბერი. 2020. 02:11

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ქვეყანაში კოვიდსიტუაციის გაუარესების გამო, პარიზსა და კიდევ რამდენიმე დიდ ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

 

როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, კომენდანტის საათი 21:00 სააათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იქნება.

 

კომენდანტის საათი ილ-დე-ფრანსის რეგიონში, გრენობლში, ლიონში, მარსელში, მონპელიეში, რუანში, ლილში, ტულუზასა და სენტ-ეტიენში 17 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

 

„ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა გვაქვს, რაც ხელისუფლებისგან ახალი ზომების მიღებას მოითხოვს. ჩვენ ვირუსზე კონტროლი არ დაგვიკარგავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, არსებული სიტუაცია შეშფოთებას იწვევს და ზომები უნდა მივიღოთ“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საფრანგეთში კორონავირუსის 756 472 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 32 909 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი