logo_geo
ენტონი ფაუჩი: დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე აშშ-ს ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზა ექნება
- +

15 ოქტომბერი. 2020. 12:35

 

 

დიდი ალბათობით, 2020 წლის ბოლომდე აშშ-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინის რამდენიმე მილიონი დოზა ექნება. ამის შესახებ CBS-თან ინტერვიუში აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

 

ნოემბერ-დეკემბერში გვეცოდინება, გვაქვს თუ არა ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა. თუ ვაქცინა გვექნება, ეს იქნება მხოლოდ რამდენიმე მილიონი დოზა“, - განაცხადა ფაუჩიმ.

 

მისივე თქმით, ყველასათვის ხელმისაწვდომი ვაქცინა 2021 წლის პირველ კვარტალში გახდება.

 

აშშ-ის ხელისუფლებამ ბრიტანულ-შვედურ ფარმაცევტულ კომპანია „AstraZeneca“-ს ვაქცინის შექმნისთვის 1,2 მილიარდი დოლარი გამოუყო. გარდა ამისა, ამავე მიზნით 486 მილიონი დოლარი ამერიკულმა კომპანია „Moderna“-მ, 456 მილიონი კი „Johnson & Johnson“ მიიღო. ვაქცინის შექმნაზე ასევე მუშაობენ კომპანიები „Merck“ და „Pfizer“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი