logo_geo
ანდრეი ბაბიში: ჩეხეთში კორონავირუსთან დაკავშირებით კარგი პროგნოზი არ გვაქვს, რიცხვები კატასტროფულია
- +

15 ოქტომბერი. 2020. 14:33

 

 

„კორონავირუსთან დაკავშირებით კარგი პროგნოზი არ გვაქვს, რიცხვები ძალიან კატასტროფულია“, - ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა.

 

ჩეხეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 9 544 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყების დროიდან, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. გარდა ამისა, ვირუსს კიდევ 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი, საერთო ჯამში, 1 172-მდე გაიზარდა.

 

ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში, პანდემიის დაწყების დროიდან, ინფიცირების 140 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 77 217 ადამიანს მკურნალობა ამჟამად უტარდება.

 

ჯანდაცვის მინისტრმა რომან პრიმულამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ვიდეო განათავსა, სადაც აცხადებს, რომ ქვეყანაში საავადმყოფოები ლიმიტს უახლოვდებიან.

 

„სხვადასხვა სტადიონებისა და სპორტული დარბაზების მობილიზება უნდა განვახორციელოთ ისე, რომ იქ საწოლების დადგმა იყოს შესაძლებელი. სიტუაცია ძალიან სერიოზული ხდება“, - აცხადებს მინისტრი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი